Monday, May 30, 2016

პ რ ო ე ქ ტ ი: "მარტყოფის ციხე-სიმაგრეები"

1. პროექტის სახელწოდება: "მარტყოფის ციხე-სიმაგრეები"

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა): 
მარტყოფის ციხე-სიმაგრეების შესახებ ისტორიული მასალის მოძიება/დამუშავება; ფოტოკოლაჟის შექმნა საპრეზენტაციო პროგრამა - Ms PowerPoint-ში; ფეისბუკ-გვერდზე განთავსება/პოპულარიზაცია;

3. პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეებს ყოველდღიურად უწევთ ციხე-სიმაგრეებს გვერდი აუარონ, თუმცა ნაკლებად აქვთ ინფორმაცია ამ ციხე-სიმაგრეების არსებობის შესახებ. მოსწავლეების მიერ შექმნილი ელექტრონული მასალის განთავსება ინტერნეტ სივრცეში ხელს შეუწყობს სოფელ მარტყოფის, როგორც ტურისტული ერთეულის პოპულარიზაციას.

4. პროექტის მიზანი:
მოსწავლეებმა მოიძიონ და  გაეცნონ ციხე-სიმაგრეების დაარსების ისტორიულ წყაროებს. მოინახულონ და აღბეჭდონ ფოტო და ვიდეო მასალა, როგორც ციხე-სიმაგრეების, ასევე სოფლის უხუცესი წევრების მონათხრობი; მოგროვებული ტექსტური, ფოტო და ვიდეო მასალის საფუზველზე შექმნან სლაიდი; შექმნილი ელექტრონული მასალა განათავსონ ინტერნეტ სივრცეში;

5. მონაწილეთა ასაკი: 
VI კლასის მოსწავლეები

6: ვადები/ხანგრძლივობა: 
 ერთი თვე

7: მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: 
მოსწავლეები მოძიებული  და მათ მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალის  საშუალებით შექმნიან  ელექტრონულ მასალას, სლაიდს პროგრამა Ms PowerPoint-ში; შექმნიან პროექტის ფეისბუკის გვერდს; მარტყოფის ციხე-სიმაგრეების ტურისტულ რუკა/გზამკვლევს;

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
მოსწავლეები გამოიყენებენ კომპიუტერს, ინტერნეტს, ციფრულ ფოტოაპარატს, საოფისე პროგრამას Ms PowerPoint; თაბახის ფურცლები; ფორმატი; ფერადი ფანქრები და ფლომასტერები.

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 
მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად და კენჭისყრით ინაწილებენ ციხე-სიმაგრეებს. მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით, სოფლის უხუცესი წევრებისგან აიღებენ ინტერვიუებს, გადაიღებენ ფოტო/ვიდეო მასალას, დახატავენ ციხე-სიმაგრეებს, შექმნიან მარტყოფის ციხე-სიმაგრეების ტურისტულ რუკა/გზამკვლევს ბუკლეტის სახით; მოამზადებენ პრეზენტაციებს; ინტერნეტში შექმნიან პროექტის ფეისბუკის გვერს, სადაც გააშუქებენ პროექტის მსვლელობას და გადათავსებენ შექმნილ პრეზენტაციებს და ვიდეო/აუდიო მასალას.
მოეწყობა პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც მოხდება ფეისბუკის გვერდის წარდგენა და მოსწავლეთა ნამუშევრის პრეზენტაცია;

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 

ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.

  • აფასებს ციფრული საშუალებების შესაძლებლობებს და ადეკვატურად შეარჩევს ციფრულ საშუალებებს ცნებების, ობიექტების და პროცესების გამოსახვისას;
  • აუდიტორიის მოთხოვნების და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალისწინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
  • გაიაზრებს განსხვავებას პრეზენტაციასა და სხვა სახის ვიზუალურ და საკითხავ მასალას შორის;
  • ახდენს ტექსტური,  გრაფიკული და აუდიო მასალის ეფექტიანად კომბინირებას მიზნის შესაფერისი ციფრული მასალის შექმნისას;

11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): 
მარიამ ტაბლიაშვილი

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
mtabliashvili@gmail.com

13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
 http://mtabliashvili.blogspot.com/ 

პროექტის განხორციელების გეგმა 

No comments:

Post a Comment